ფეხბურთი

22:22 | 2.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ხელაიფი: "სუპერლიგა? ზღაპრებზე საუბარი არ მიყვარს"

„პარი სენ ჟერმენისა“ და ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა სუპერლიგის ჩავარდნილ პროექტზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ზღაპრებზე საუბარი არ უყვარს.

„სუპერლიგაზე დიდხანს საუბარს არ ვაპირებ, რადგან არ მომწონს ზღაპრებსა და წარუმატებლობებზე ლაპარაკი. ჩვენ ერთად დავიცავით ევროპული ფეხბურთის ინტერესები ყველასთვის: ფეხბურთელების, კლუბების, ლიგებისთვის, ეროვნული ფედერაციებისთვის და უპირველეს ყოვლისა გულშემატკივრებისთვის.

ჩვენ ვეყრდნობით პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინის გადაწყვეტილებას და ძალას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა შუაღამის გადატრიალებას. მოკლე მეხსიერების ადამიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ ეს ზუსტად ასე იყო. ჩეფერინი თავიდანვე დარწმუნებული იყო გამარჯვებაში. 18 აპრილს დილით ადრე ვილაპარაკეთ და მან თქვა: ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს გავაკეთეთ კიდეც, მადლობა, პრეზიდენტო“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროპული კლუბების პრეზიდენტი სუპერლიგის ერთ-ერთი ინიციატორი ანდრეა ანიელი იყო, რომელმაც სუპერლიგის სკანდალის შემდეგ პოსტი დატოვა და სწორედ ალ-ხელაიფიმ შეცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112061