თურქეთის თასის 1/32 ფინალში საბა ლობჟანიძის „ჰატაისპორმა“ ქვედალიგელ „ეიუპსპორს“ პენალტების სერიაში მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი 74-ე წუთამდე აგებდა, მერე გაათანაბრა და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელიც ანტაკიელებმა 5:4 მოიგეს. ლობჟანიძე თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო და პენალტების სერიაში ბურთთან მეორე მივიდა, მაგრამ ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა.
საბა „პანენკას“ გატანას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა, ბურთი ხარიხას მოხვდა. ის თანაგუნდელთა შორის ერთადერთი იყო, ვინც პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ მისმა გუნდმა მაინც მოიგო.
აღსანიშნავია, რომ „ჰატაისპორმა“ თამაში 9 ფეხბურთელით ჩაამთავრა, ორჯერ მეკარე გაუძევეს - ჯერ 90-ე და მერე 120-ე წუთზე. ამიტომ, პენალტების სერიაში (და მანამდეც, სანამ დამატებითი დროი დაიწყებოდა და შეცვლა მოხდებოდა) კარს თავდამსხმელი მამე დიუფი იცავდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ვერ მოიგერია, მაგრამ მეტოქის ფეხბურთელებმა ორჯერ არაზუსტად დაარტყეს და „ჰატაისპორი“ მომდევნო ეტაპზე გავიდა.