ავტოსპორტი

4:10 | 2.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალონსოს აზრით ჰამილტონი ბრაზილიაში უფრო მკაცრ სასჯელს იმსახურებდა

ფერნანდო ალონსო მაქს ფერსტაპენს ეთანხმება და ამბობს, რომ ახალი ძრავის გამოყენბისთვის, ლუის ჰამილტონი ბრაზილიის დიდი პრიზის რბოლის სტარტზე, ბოლო ადგილზე უნდა დაეყენებინათ.

ინტერლაგოსზე მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მანქანაზე, ახალი ძრავი გამოიყენეს, რაც მიმდინარე სეზონში მეხუთეა. ამისთვის მან სტარტზე ხუთი ადგილი დაკარგა. აონსო კი ფიქრობს, რომ ამისთვის უფრო მკაცრი სასჯელი იყო საჭირო.

„ისინი, ვინც სეზონში დასაშვებზე მეტ ძრავს გამოიყენებს, სტარტზე უკანა რიგში უნდა დააყენენ. თეორიულად, მერსედესს შეუძლია, ყოველ რბოლაზე ახალი ძრავი გამოიყენოს და ამისთვის სტარტზე მხოლოდ ხუთ ადგილს დაკარგავს. სამაგიეროდ, სხვებზე მეტი სიმძლავრით ისარგებლებს და მაინც მოგებული დარჩება“, - ამბობს ესპანელი.

ჰამილტონმა ბრაზილიაში გაიმარჯვა და ფერსტაპენთან ჩამორჩენა შეამცირა. ამის შემდეგ, ჰამილტონმა ყატარის დიდი პრიზიც მოიგო და ახლა, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე, ჰოლანდიელს რვა ქულით ჩამორჩება.

ამის მიუხედავად, ფერსტაპენი ამბობს, რომ კარგია, როცა ჩემპიონატში დაძაბულობა ბოლომდეა შენარჩუნებული: „ამ ბოლო რბოლებში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ყველაფერი შესაძლებელია. მე კარგი განწყობა მაქვს. ბოლომდე რთული ბრძოლა გვექნება. ვიცი, რომ რთული იქნება და ვფიქრობ, ეს კარგია“.

0.119497