ფეხბურთი

10:25 | 2.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ძანიოლომ" სერია A მალე უნდა დატოვოს, აქ ვერ ითამაშებს"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ბოლონიასთან“ (0:1) მარცხის შემდეგ ბრაზი ვერ დამალა და თქვა, რომ მის გუნდს ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ უწევს თამაში.

„ჯალოროსის“ ორი ფეხბურთელი რიკ კარსდორპი და ტამი აბრაჰამი ამ მატჩში გააფრთხილეს, რის შედეგადაც ორივე დისკვალიფიკაციის გამო „ინტერთან“ მომდევნო შეხვედრას გამოტოვებენ. მოურინიომაც საუბარი ამ თემაზე დაიწყო და შემდეგ ნიკოლო ძანიოლოს იტალიის დატოვება ურჩია.

„საბედნიეროდ მანჩინი შევცვალე, თორემ ისიც ყვითელ ბარათს მიიღებდა, რომ „ინტერთან“ ვერ ეთამაშა. ვულოცავ „ბოლონიას“, რომელმაც კარგი მატჩი ჩაატარა. ვულოცავ ჩემს „რომასაც“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ყველაფრის და ყველას წინააღმდეგ. ტრავმები თამაშამდე და თამაშის დროს, რამდენიმე საკამათო ეპიზოდი, კორონავირუსი, ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგაა. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ბოლოს ვიტყვი, რომ ძანიოლო რომ ვიყო, დავიწყებდი იმაზე ფიქრს, რომ სერია A-ში თამაში ჩემთვის რთული იქნებოდა. მან მალე უნდა დატოვოს იტალია და კარიერა უცხოეთში გააგრძელოს, რადგან აქ თამაში მისთვის შეუძლებელი ხდება“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, „რომას“ 15 ტურის შემდეგ 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ოთხეულს უკვე 6 ქულით ჩამორჩება.

0.115545