ფეხბურთი

23:29 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: "მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე "რეალში" ვითამაშო"

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ განაცხადა, რომ მადრიდის „რეალში“ არასდროს გადავა. როგორც ესპანელმა მცველმა As-თან საუბარში თქვა, ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე „სამეფო კლუბში“ ითამაშოს.

„რეალში“ გადასვლა? აბსოლუტურად შეუძლებელია. არასოდეს. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე „რეალში“ წავიდე. ჩავიმ დააწესა სტანდარტები, როგორც ყველა მწვრთნელი აწესებს. მან შექმნა წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ და ჩვენ მას დავემორჩილებით. ის დღე, როცა მესიმ დაგვტოვა, ყველაზე მძიმე იყო ჩემს ცხოვრებაში. 16 წელი გასახდელში გვერდიგვერდ ვიჯექით, ის ჩემთვის თითქმის ძმასავითაა და მისი წასვლა ჩემთვის პირადად უკიდურესად აუტანელი იყო. მან „ოქროს ბურთი“ მოიგო და დაამტკიცა, რომ ისტორიაში საუკეთესოა“, - თქვა პიკემ.

შეგახსენებთ, ჟერარ პიკეს „ბარსელონას“ გარდა, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „სარაგოსაში“ უთამაშია, სადაც ესპანურ გრანდს იჯარით ჰყავდა გაშვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11112