არგენტინის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ტოტენჰემის" მცველი კრისტიან რომერო მომდევნო რამდენიმე თვე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია "მამლების" მთავარმა მწვრთნემა ანტონიო კონტემ გაავრცელა.
23 წლის ფეხბურთელმა მარცხენა ფეხის დაზიანება მსოფლიოს ჩემპიონატის შეარჩევ მატჩში ბრაზილიასთან მიიღო. აღნიშნული შეხვედრა 16 ნოემერს გაიმართა და მას შემდეგ უკვე გამოტოვა ორი შეხვედრა რომერომ.
"პოზიტიური ამბავი არ გვაქვს. არ ვიცი როდის დაბრუნდება, იანვარსა თუ თებერვალში, მაგრამ წელს იგი ნამდვილად ვერ ითამაშებს. მას დიდი დრო დასჭირდება რეაბილიტაციისთვის. სამწუხაროა, რადგან იგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია" - განაცხადა პრესკონფერენციაზე კონტემ.
მიმდინარე სეზონში "ატალანტადან" განათხოვრებულმა კრისტიანომ "ტოტენჰემის" მაისურით 13 შეხვედრა ჩაატარა.