ფეხბურთი

17:58 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

პატრის ევრა: "თვალები გაახილეთ, ლევანდოვსკი ისევ გაძარცვეს"

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ France Football-ი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რობერტ ლევანდოვსკი უკვე მეორედ გაქურდეს. როგორც „მანჩესტერისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა აღნიშნა, ხალხმა თვალები უნდა გაახილოს და ლიონელ მესი „ოქროს ბურთის“ მოგებას არ იმსახურებდა.

„ძალიან ვწუხვარ ლევანდოვსკის გამო. France Football-ის ხალხს მოუწია მისთვის თასის შექმნა (წლის თავდამსხმელი - რედ), რადგან თავს დამნაშავედ გრძნობდნენ. მათ იციან, რომ ეს კორუფციაა. ხალხმა თვალები უნდა გაახილოს! მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც უნდა თქვას, ვინ იმსახურებს და ვინ არა, მაგრამ კომენტარებში ყველა წერს: ძარცვა, ძარცვა, ძარცვა! ხალხი არ ეთანხმება ამ შედეგს. დარწმუნებული ვარ, რომ გამოკითხვა რომ ჩაეტარებინათ, ვის უნდა მოეგო „ოქროს ბურთი“ ლევანდოვსკის თუ მესის, ლევანდოვსკი მოიგებდა. რა არის ფეხბურთის ინტერესი? გულშემატკივრები. ჩვენ მათ უნდა მოვუსმინოთ და ახსნა-განმარტებები გავაკეთოთ.

ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მესი მძულს. მეუბნებიან, რომ მის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის სამი ფინალი წავაგე (2009, 2011, 2015 წლებში - რედ) და ამიტომ, ის მეზიზღება, მაგრამ ასე არ არის. „ბარსელონასადმი“ პატივისცემის ნაკლებობის საფუძველი ფინალის წაგება არაა. ჩავიმ და ინიესტამ დაიმსახურეს „ოქროს ბურთი“, მაგრამ ის მესის გადაეცა. ასევე, მეუბნებიან: „კრიშტიანუ შენი მეგობარია და ამიტომ, მესი გძულს“. არ მინდა თქვენთან საუბარი, თუ არ მოგწონვართ, არ მაინტერესებს, თქვენი გონება საკმარისად გახსნილი არაა, მხოლოდ საყვარელი მოთამაშის სიყვარულზე ხართ ორიენტირებული. ჩემი მესიჯი იმისთვისაა, რომ ფეხბურთში მასიურად ორგანიზებულ კორუფციას შევეწინააღმდეგო. მესიმ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, მაგრამ ლევანდოვსკი წელს და შარშან საუკეთესო იყო. მესიში ის მომწონს, რომ ის არა მხოლოდ მოედანზე „კლავს“, არამედ მოედანს მიღმაც. მესიმ „ოქროს ბურთი“ მიიღო და ლევანდოვსკის უთხრა: „რობერტ, შარშან შენ უნდა მოგეგო“. და, წელს ლეო? თვალები გაახილეთ. France Football-ისგან პასუხი გვჭირდება. რობერტ, ვწუხვარ, მაგრამ შენ ისევ გაგძარცვეს“, - თქვა ევრამ.

ფრანგი ფეხბურთელი იაშინის ჯილდოსაც გამოეხმაურა, რომელიც ჯანლუიჯი დონარუმამ მოიგო, მაგრამ მისი აზრით, „ჩელსის“ მეკარეს, ედუარ მენდის უნდა მოეგო:

„იაშინის ჯილდო მენდიმ მხოლოდ იმიტომ ვერ მიიღო, რომ აფრიკელია. ჩვენ „მაიმუნები“ ვართ და აფრიკის თასს პატივს არავინ სცემს. ეს ერთადერთი ტურნირია, რომლისთვის კლუბები ფეხბურთელებს მხოლოდ 3 კვირით ათავისუფლებენ, რადგან აფრიკას ყოველთვის მცირე ადგილს უთმობდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი იცვლება“, - აღნიშნა ევრამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114706