ფეხბურთი

10:30 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძემ ესპანეთის თასზე გადამწყვეტი პენალტი მოიგერია და "ალმერია" შემდეგ ეტაპზე გაიყვანა (+VIDEO)

ესპანეთის სამეფო თასის 1/64 ფინალში გიორგი მაკარიძის „ალმერიამ“ სტუმრად „აგუიასი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ქართველმა მეკარემ გადამწყვეტი პენალტი მოიგერია.

შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში ალმერიელებმა ხუთივე პენალტი გაიტანეს, სამაგიეროდ, „აგუიასის“ ფეხბურთელებმა 4-დან 3 პენალტი გაიტანეს და 3:5 წააგეს. მაკარიძემ ხავი პერესის პენალტი უკუაგდო და ამან მატჩის ბედი გადაწყვიტა.

„ალმერია“ მიმდინარე სეზონს შესანიშნავად ატარებს, სეგუნდადივიზიონს დამაჯერებლად ლიდერობს და ლა ლიგის საგზურისთვის სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს. თუმცა მაკარიძე, რომელიც გასულ სეზონში ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, წელს სათადარიგო სკამზე ატარებს უმეტეს დროს და სეზონში მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა (1 ლა ლიგაში აგვისტოში და ახლა უკვე, ერთიც სამეფო თასზე).

0.126343