2007 წელს კიმი რაიკონენმა თავისი ერთადერთი და „ფერარისთვის“ ჯერჯერობით ბოლო ტიტული, სამმხრივ ბრძოლაში მოიპოვა. მან თითო ქულით აჯობა „მაკლარენის“ ფერნანდო ალონსოს და ლუის ჰამილტონს, რომლებიც შიდაგუნდური უშეღავათო ბრძოლით იყვნენ გართულნი.
მიმდინარე სეზონში არანაკლებ დაძაბული ბრძოლაა, იმ განსხვავებით, რომ ტიტულისთვის ორი პილოტი (მაქს ფერსტაპენი და ჰამილტონი) იბრძვის. ავტოსპორტის სამყარო მოუთმენლად ელის ბოლო ორ რბოლას, რომლებმაც საუკეთესოს ვინაობა უნდა გაარკვიოს. თუმცა რაიკონენი თვლის, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება.
„მათი ბრძოლა არც ისეთი დაძაბულია. უბრალოდ იმიტომ, მასში მე არ ვმონაწილეობ. და რადგან ასეა, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვინც ბოლო რბოლის შემდეგ, მეტ ქულას დააგროვებს, ტიტულსაც ის მიიღებს. სიმართლე გითხრათ, მათი ბრძოლა ასე მჭიდრო იმიტომ ჩანს, რომ ბევრ დაძაბულ პაექრობას ვხედავთ. თუმცა ჯერ ერთს არ უმართლებს, შემდეგ სხვას. ამ ყველაფერზე ბევრს წერენ და ამბობენ, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება. თუმცა აქ ჩემთვის განსაკუთრებული არაფერია. უბრალოდ, ასეთია ფ1 და მედია“, - ამბობს კიმი, ვინც ამ სეზონის ბოლოს, ფ1-ში თავის კარიერას დაასრულებს.
სხვათა შორის, მას 349 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც ფორმულა 1-ის რეკორდია.