ფეხბურთი

22:34 | 30.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ხელაიფი: "ზიდანთან კონტაქტი არ გვქონია, ისედაც კარგი მწვრთნელი გვყავს"

„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანთან კონტაქტი არ ჰქონიათ და მაურისიო პოჩეტინოს მუშაობით კმაყოფილები არიან.

„ჩვენი მწვრთნელია პოჩეტინოა, ის ბედნიერი ჩვენთან და ჩვენც ბედნიერი ვართ მასთან მუშაობით. დრო ყველას სჭირდება. ზიდანთან კონტაქტი არ გვქონია, ისი დიდი მწვრთნელია, მაგრამ ჩვენც ასევე ძალიან კარგი მწვრთნელი გვყავს“, - განაცხადა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, ბოლო დროს ფრანგული მედია ზინედინ ზიდანს „პარი სენ ჟერმენს“ აქტიურად უკავშირებდა და ისიც დაიწერა, რომ მხარეებმა მოლაპარაკებები დაიწყეს. თუმცა, ეს ინფორმაცია ჯერ პარიზელთა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ და ახლა, პრეზიდენტმაც უარყო.

0.117398