ფეხბურთი

22:00 | 30.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"გენტის" მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე: "გიორგი განაცხადაში თუ არაა, ეს მხოლოდ მისი ბრალია"

ბელგიური „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზებრუკმა ბელგიის თასზე „ლომელთან“ მატჩისთვის გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადს მიღმა დატოვა.

თამაშის წინ პრესკონფერენციაზე ბელგიელმა სპეციალისტმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ თუ მსგავსი რამ ხდება, ჩაკვეტაძემ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.

„გიორგის ისეთი თვისებები აქვს, შემადგენლობაში ყოფნა ყოველთვის შეუძლია, ეს სადაო არ არის. არ ვამბობ, რომ ყოველთვის ძირითადში, რადგან ბევრი ხარისხიანი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ შეუძლია განაცხადში მუდმივად იყოს. თუ არ არის, ესე იგი, მისი ბრალია. რამდენიმე დღე არაფერს აკეთებდა. თუ „გენტში“ ბრუნდები და შემდეგ არაფერს აკეთებ, ვწუხვარ, მაგრამ ასე მოხდება. თუ მას ჯერ კიდევ უნდა, რომ თავისი ნიჭი გამოიყენოს, ერთ დღეს გადატვირთვა უნდა მოახერხოს“, - თქვა ვანჰაეზებრუკმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. სანაკრებო პაუზის მერე გიორგის არ უთამაშია, განაცხადშიც ერთადერთხელ მოხვდა, ხოლო მანამდე საქართველოს ნაკრებშიც არც შვედეთთან უთამაშია და არც უზბეკეთთან.

0.12737