ფეხბურთი

20:12 | 30.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო: "ყველაფერს გავაკეთებ, რომ "მილანი" რთულ ვითარებაში ჩავაყენო"

სერია A-ს მე-15 ტურში „მილანი“ „ჯენოას“ დაუპირისპირდება და ამ მატჩის მთავარი ინტრიგა ანდრეი შევჩენკოა. „როსონერის“ ლეგენდარული ფეხბურთელი გენუური გუნდის მთავარი მწვრთნელია და „მილანის“ წინააღმდეგ პირველად მოუწევს ბრძოლა. თუმცა, უკრაინელის განცხადებით, ის პროფესიონალია და ყოფილი გუნდის დასამარცხებლად ყველაფერს გააკეთებს.

„რა თქმა უნდა, ჩემთვის ემოციური შეხვედრა იქნება, მაგრამ ახლა ვცდილობ ემოციების მოთოკვას. პროფესიონალი ვარ და „ჯენოას“ გულშემატკივრებს დავპირდი, რომ მათთვის ყველაფერს გავაკეთებ. შესაბამისად, ყველაფერს ვეცდები იმისთვის, რომ „მილანი“ რთულ მდგომარეობაში ჩავაყენო.

ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ. „მილანმა“ ზედიზედ ორი მატჩი წააგო, მაგრამ კარგ ფეხბურთს აჩვენებს და იცის, როგორ შექმნას სახიფათო მომენტები“, - თქვა შევჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი შევჩენკო „მილანში“ 1999-20006 და 2008-2009 წლებში თამაშობდა, ხოლო „ჯენოა“ ცოტა ხნის წინ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გენუელებმა ორი მატჩი ჩაატარეს, მაგრამ ჯერ გოლიც ვერ გაიტანეს - 0:2 „რომასთან“ და 0:0 „უდინეზესთან“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101277