ავტოსპორტი

1:28 | 30.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ჰონდა“ „რედ ბულს“ მეტ სიმძლავრეს პირდება

მიუხედავად იმისა, რომ ძრავების მოდიფიცირების საშუალება აღარ აქვს. „ჰონდა“ თავის პარტნიორ „რედ ბულს“ პირდება, რომ ბოლო ორ რბოლაში, თავის ძრავებს მაქსიმალურთან მიახლოებული სიმძლავრის რეჟიმში ამუშავებს, რაც ხარებს ტიტულებისთვის ბრძოლაში დაეხმარება.

„ჰონდა“ ამ სეზონის ბოლოს, ფორმულა 1-ს დატოვებს. მას შანსი აქვს, დიდი პრიზების ცირკი, მსოფლიო ჩემპიონის წოდებით დატოვოს. მისი ძრავით მოასპარეზე მაქს ფერსტაპენი ჩემპიონატის ლიდერია, „რედ ბული“ კი „მერსედესს“ მცირედით ჩამორჩება.

„ჰონდას“ ფორმულა 1-ის შტოს ტექნიკური დირექტორი ტოიოჰარუ ტანაბე პირობას დებს, რომ მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა „რედ ბული“ ბოლო რბოლებში დამატებითი ცხენის ძალებით უზრუნველყოს.

„წინ ორი რბოლაა. ერთი საუდის არაბეთში, მეორე კი - აბუ დაბიში. ჯედაში ტრასის მახასიათებლები ისეთია, რომ სწორ მონაკვეთებზე, მეტი სიმძლავრეა საჭირო. ლოსაილის ტრეკზე ვნახეთ, რომ მერსედესს უწინდებურად დიდი უპირატესობა აღარ ჰქონდა. ჩვენ გუნდთან ერტად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ძრავებიდან მაქსიმალურად შესაძლებელი სიმძლავრე ამოვქაჩოთ“, - ამბობს ტანაბე და ქარაგმებით დასძენს:

„ყოველთვის საჭიროა ზურგქარი. და ამ სეზონში, ქარის მიმართულებასთან დაკავშირებით, გვიმართლებდა. მომენტებში პირიქითაც იყო. შემხვედრი ქარი გვიშლიდა ხელს. ვერ ვიტყვი, ბოლო რბოლებში ქარი საით დაუბერავს. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში, სიმძლავრის გაზრდას ვაპირებთ. გასათვალისწინებელია, რომ მანქანის სიჩქარეს, ბევრი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს და არა მხოლოდ ძალური დანადგარი და შასი“.

„რედ ბული“ ძრავის შეცვლას არ გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ იაპონურ კომპანიას ძრავის სამუშაო რეჟიმის შეცვლა მოუწევს. მსგავსი რამ, „მერსედესმა“ უკვე გააკეთა, რომელმაც სიმძლავრის გამო, სამუშაო რესურსის შემცირების გამო, ჰამილტონს წინდაწინ შეუცვალა ძრავები და ახლა უკვე ნაკლები რისკით ასპარეზობს. და თუ „ჰონდა“ ამას ბოლო ორ რბოლაში აპირებს და თან ისე, რომ ძრავი არ შეცვალოს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას და „რედ ბულს“ გარისკვა უწევთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115265