ფეხბურთი

23:47 | 29.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავას საგოლე პასი სლოვაკეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში ბრატისლავის „სლოვანმა“ „სერედს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

ვლადიმირ ვაისის გუნდს ჯაბა კანკავა დაუბრუნდა და ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი მიითვალა. ჯაბამ 71-ე წუთზე საჯარიმოში კარგად ჩააწოდა და ანდრე გრინმა თავური დარტყმით მეტოქის კარის დალაშქვრა მოახერხა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების კაპიტანს სლოვაკეთის ჩემპიონატის 14 მატჩში 2 საგოლე პასი აქვს აქტივში. ჯაბას წინა მატჩი გაუცდა, დედის გარდაცვალების გამო...

ამ შეხვედრაში გურამ კაშიას არ უთამაშია, განაცხადში არ იყო. „სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონატში 41 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „ტრნავას“ 8 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113606