ფეხბურთი

18:44 | 29.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ მარკინიოსთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი მარკინიოსი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. RMC-ის ცნობით, პარიზელები კმაყოფილი არიან ბრაზილიელი მცველის თამაშით და მასთან მოლაპარაკეებები დაწყებულია.

პსჟ-ს სურს, რომ მარკინიოსმა ხელშეკრულება 2026 წლამდე განაახლოს, ხოლო მისი მოქმედი კონტრაქტი ძალაში 2024 წლამდეა.

27 წლის ფეხბურთელი „პარი სენ ჟერმენს“ 2013 წელს იტალიური „რომადან“ შეუერთდა და მას შემდეგ 338 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა. ბრაზილიის ნაკრებში კი მარკინიოსის აქტივში 64 თამაში და 4 გოლია.

0.113576