ფეხბურთი

18:11 | 29.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

რალფ რანგნიკი 2016 წელს: "რონალდუ ძალიან ბებერი ფეხბურთელია"

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად მიმდინარე სეზონის ბოლომდე რალფ რანგნიკი დაინიშნა, რომელსაც მუშაობა კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად მოუწევს.

პორტუგალიელი სულ მალე 37 წლის ხდება, რანგნიკისთვის კი ის ჯერ კიდევ 5 წლის წინ ძალიან „ბებერი“ იყო. 2016 წელს, როცა გერმანელი „ლაიფციგის“ სპორტულ დირექტორად მუშაობდა, შეკითხვას, ვის აიყვანდა გუნდში - ლიონელ მესის თუ რონალდუს, ასე უპასუხა: „ორივე ძალიან ბებერია“.

მაშინ კრიშტიანუ მხოლოდ 31 წლის იყო, ხოლო თებერვალში 37 წლის ხდება. საინტერესოა, როგორ იმუშავებს გერმანელი სპეციალისტი პორტუგალიელ ვარსკვლავთან. ზოგადად, რანგნიკი სწორედ ახალგაზრდა მოთამაშეების აღმოჩენით და მათი განვითარებით არის სახელგანთქმული.

აქვე გეტყვით, რომ რანგნიკი „მანჩესტერს“ სეზონის ბოლომდე უხელძღვანელებს, ზაფხულიდან კი კლუბში კონსულტანტად იმუშავებს.

0.113211