საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ხაენის “ოლივო არენაზე” ივარჯიშა. გუნდთან ერთად იყო ჩვენი ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელსაც უკრაინასთან ნატკენი მუხლი აწუხებს და დღეს საქართველოს მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან მატჩში ვერ დაეხმარება.
შენგელიამ ვარჯიშს სათადარიგოთა სკამიდან ადევნა. ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა ჩვენი გუნდის წევრები იმ კონკრეტულ კომბინაციებში ავარჯიშეს, რომელთა გათამაშებაც დღევანდელ შეხვედრაში იგეგმება. ბერძენმა მწვრთნელმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო დაცვას. თითოეულ დეტალს მოთამაშეებს ინდივიდუალურად უხსნიდა, ზოგს ამხნევებდა, ზოგსაც დაცვაში გამართულად თამაშს ახსენებდა.
ვარჯიშმა საათნახევარი გასტანა, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები სასტუმროში დაბრუნდა მომავალი, პრინციპული მატჩისთვის დასასვენებლად. კომენტარი გააკეთა თად მაკფადენმა, რომელზეც დღევანდელ მატჩი ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მის კომენტარს და ვარჯიშის კადრებს იხილავთ წარმოდგენილ ვიდეორგოლში.
GBF.GE