„გოლდენ სტეიტი“ ბრწყინვალე ფორმაშია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. „უორიორზმა“ NBA-ს მორიგი მატჩი სტუმრად, ლოს ანჯელეს „კლიპერსთან“ 105:90 მოიგო.
„მეომართა“ რიგებში სტეფ კარი ისევ ბრწყინავდა, რომელმაც 35 წუთში 33 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. კარიმ 13-დან 7 სამქულიანი ჩააგდო და მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. ორმაგი დუბლით გამოირჩა მისი თანაგუნდელი ოტო პორტერი, რომელმაც 18 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.
„კლიპერსს“ პოლ ჯორჯმა 30 ქულით, 5 მოხსნით და 5 პასით ულიდერა, მაგრამ მისი გარჯა „უორიორზის“ დასამარაცხებლად საკმარისი არ იყო.
„გოლდენ სტეიტმა“ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა და დასავლეთ კონფერენციაში 18 მოგებით და 2 წაგებით ლიდერობს, 1 დეკემბერს კი, „ფინიქსს სანსს“ ესტუმრება, რომელიც ამავე კონფერენციაში მეორე ადგილზეა (17 მოგება, 3 წაგება). „კლიპერსს“ 11 გამარჯვების წილ 9 მარცხი აქვს და მეხუთე პოზიციაზეა, 30 ნოემბერს კი „ნიუ ორლეან პელიკანსს“ უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნოტინგემს ვბალეშიკობ პრემიერ ლიგაში რო გადმოვიდეს, ეს კლუბი კი იმ ფილმის მერე შემიყვარდა რობინ ჰუდში რო არის მოვლენები ქალაქ ნოტინგემში :დ სერიალიც გადიოდა არხ საქართველოზე და მოკლედ იმ ნოტინგემის ნოსტალგიის გამო ვარ ასე :დ