ჯანლუიჯი ბუფონმა სერია B-ს მე-14 ტურში მორიგი პენალტი მოიგერია. „პარმას’ 43 წლის მეკარემ „კომოსთან’ შეხვედრის 44-ე წუთზე ეტორე გლიოცის თერთმეტმეტრიანი დარტყმა უკუაგდო.
აღსანიშნავია, რომ ჯიჯიმ მიმდინარე სეზონში „ოფიციალურად“ მეორე პენალტი მოიგერია (მანამდე ზუსტად ერთი თვის წინ „ჩიტადელასთან“), „არაოფიციალურად“ მესამე. საქმე ისაა, რომ 19 სექტემბერს, მან პენალტი „კრემონეზესთანაც“ მოიგერია, მაგრამ მსაჯმა სამუელე დი კარმინეს ის თავიდან შეასრულებინა. ბუფონი წესს არ არღვევდა, უბრალოდ, ფეხბურთელები საჯარიმოში დარტყმამდე შევიდნენ და მსაჯმაც პენალტი ამიტომ ხელმეორედ შეასრულებინა, რომელიც სხვათა შორის დი კარმინემ მაინც ვერ გაიტანა - მეორე ცდაზე კარს ააცილა.
„პარმამ“ „კომოსთან“ ფრე (1:1) ითამაშა, ბუფონი კი შეგახსენებთ, რომ ზუსტად ორ თვეში, 28 იანვარს 44 წლის ხდება...