პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში პოზნანურ დერბიში „ლეხმა“ „ვარტა“ 2:0 დაამარცხა და ამ გამარჯვებაში ნიკა კვეკვესკირმა წვლილი საგოლე პასით შეიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და 64-ე წუთზე საგოლე გადაცემა მიქაელ იშაკს გაუტანა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 29 წლის ნახევარმცველის აქტივში ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში 14 მატჩი, 1 გოლი და 1 საგოლე პასია.
„ლეხი“ კარგ სეზონს ატარებს და 16 ტურის თავზე 35 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი სტუმრად „ზაგლებიეს“ დაუპირისპირდება.