ფეხბურთი

18:57 | 28.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა მძიმე ტრავმა მიიღო, პსჟ-ში სერხიო რამოსის დებიუტი შედგა

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ნეიმარმა ტრავმა მიიღო. „სენტ ეტიენთან“ შეხვედრის 87-ე წუთზე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კოჭი გადაიბრუნა და მოედანი საკაცით, აცრემლებულმა დატოვა.

ჯერჯერობით, უცნობია დაზიანების სიმძიმე, მაგრამ პირველი შთაბეჭდილებით ტრავმა საკმაოდ სერიოზული უნდა იყოს. საინტერესოა, რომ ზუსტად ერთი წლის წინაც ნეიმარმა კოჭის ტრავმა მიიღო და მაშინ ერთი თვე გამოტოვა, მაგრამ ახლა დაზიანება უფრო სერიოზული ჩანს.

სამხრეთამერიკელმა ვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში ბარძაყის კუნთის პრობლემების გამო რამდენიმე შეხვედრა უკვე გამოტოვა. მთლიანობაში ამ სეზონში ნეიმარი მოედანზე 12-ჯერ გავიდა და 3 გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ „პარი სენ ჟერმენში“ სერხიო რამოსის დებიუტი შედგა. ესპანელმა მცველმა „სენტ ეტიენთან“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და ფრანგული გუნდის მაისური პირველად მოირგო. შეხვედრა პარიზელებმა მარკინიოსის დუბლით და ანხელ დი მარიას გოლით 3:1 მოიგეს, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში „სენტ ეტიენის“ ფეხბურთელებმა გახსნეს.

0.21415