ავსტრალიის ჩემპიონატში ქართველმა ფეხბურთელმა ბექა მიქელთაძემ სადებიუტო გოლი გაიტანა. „ნიუკასლ ჯეტსი“, რომლის ღირსებას ბექა იცავს, „სიდნეი უონდერერსს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა - 2:2.
მიქელთაძემ შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა, როცა პენალტი ზუსტად შეასრულა. მან გოლი გარდაცვლილი მამის ხსოვნას მიუძღვნა: მაისური აიწია, რომლის შიგნით მამა ქართული ასოებით ეწერა.
ავსტრალიის ჩემპიონატი ახლახან დაიწყო, „ნიუკასლ ჯეტსს“ ორ ტურში 1 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა, ხოლო მიქელთაძის აქტივში ორ შეხვედრაში 1 გოლია.