ავტოსპორტი

23:26 | 27.11.2021 | ნანახია NaN - ჯერ

ალონსო მესამე ტიტულის მოპოვებას აპირებს

ფერნანდო ალონსო 40 წლისაა. ის ფორმულა 1-ის ორგზის ჩემპიონია. მაგრამ უკვე 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ამ 15 წლიდან რამდენიმე ფ1-ის მიღმა გაატარა. წელს კი დაბრუნდა და ახლახანს, ყატარის დიდ პრიზზე, კვარცხლბეკზე დაბრუნდა.

ამ წარმატებამ მას მადა გაუღვიძა და ამაში ხელი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, „რენო სპორტის“ არა-აღმასრულებელმა დირექტორმა ალენ პროსტმა შეუწყო. მან ალონსოს ამ ეტაპზე, ფ1-ის ყველაზე ძლიერი პილოტი უწოდა. ამის პასუხად, ალონსომ მესამე ტიტულზე დაიწყო ლაპარაკი.

„ეს სპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მას შემდგ, რაც ფ1-ის კარიერას დავასრულებ, ჩემი მაგალითი სხვებს იმის სტიმულს მისცემს, რომ ყოველთვის სრულად დახარჯვაა საჭირო, თუ გინდა, რამეს მიაღწიო. აუცილებელია ყოველ რბოლაში თვით დისციპლინირებულობა, საქმისადმი დამოკიდებულება. მნიშვნელობა არ აქვს, 19 წლის ხარ, თუ 42-43-ის. ყველაფერი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. იმაზე, თუ რამდენად მიუძღვნი საკუთარ თავს იმ საქმეს, რომელსაც აკეთებ. და თუ მე ისევ გავხდები ჩემპიონი, ეს მომდევნო თაობებისთვის შესანიშნავი მაგალითი იქნება“, - ამბობს ალონსო და დასძენს:

„რა თქმა უნდა, ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. მაგრამ თუ ასე არ მოხდა, სასოწარკვეთილებას არ მივეცემი. გამომივა, თუ არა, ეს კარიერისადმი ჩემს მიდგომას არ შეცვლის. უახლოეს წლებში მესამე ტიტულისთვის აუცილებლად ვიბრძოლებ და ყველანაირად ვეცდები, რომ ისევ ჩემპიონი გავხდე“.

მას შემდეგ, რაც ამ სეზონის ბოლოს, კიმი რაიკონენი ფორმულა 1-დან წავა, ალონსო მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა შორის, ყველაზე ხნიერი მრბოლი გახდება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:48 | 30.05.2015
MANCHESTER UNITED (686)

არ მომინდომეს ყლაიერნის ფანებმა მთვარეზემოჯმა.აიდა ბლიად.დიმკა რჩება და მორჩა კლეპროჭაობა

13:08 | 31.05.2015
andro (211)

რატომ? ლოცვით გადარჩენილ გუნდიდან თუ წამოვიდა დი მარია მადლობა ტქვას. გუნდი რომელსაც მუდამ უმართლებდა და მარტო ფულით სუნთქავს დღეს.

13:10 | 31.05.2015
andro (211)

გავა მომავალ წელს ლიგაზე და გლადბახი გამოაგდეს უკვე ან ბავარია გაპეჭავს ბავარიულ 4 სარდელს.

19:00 | 29.05.2015
S.A.F. (2852)

ნეტა მივასაღოთ

18:07 | 29.05.2015
arturi-baierni (24493)

არ მინდა ეგ ბიჭი არა

14:49 | 29.05.2015
berodaviti (4285)

ისე ხომ ხოდზეა და ეხლა კიდე ეს ცალფეხა ინვალიდი აკლია ბავარიას, იყოს იქ სადაცაა, გვარდიოლას მოვიშორებთ და გუნდიც ნელნელა ძველ რელსებზე დადგება...

14:37 | 29.05.2015
ეშლი იანგი (6461)

რატომ უნდა დატოვოს დიმკამ მანჩესტერი? კონტრაქტით კიდევ 4 სეზონი დარცა, პლიუს ამას ის ლამის ყველა ინტერვიუში აცხადებს რომ მანჩესტერში დიდი ხანი უნდა დარჩენა და მომავალში მწვრთნელის ნდობის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს და ძალიანაც რომ უნდოდეს ბაიერნს არავინ გაუშვებს რაც არ უნდა ზამენასთვის იყოს ზოგისთვის. დიმა და დეპაი შემდეგ სეზონში ფლანგებზე იფ ^___^ რაის ბაიერნი და რაის პ$ჟ

14:21 | 29.05.2015
chamilo (33560)

ჯობია გრიზმანი,სტერლინგის დამატებაზე უფრო ვიაქტიუროთ რადგან ესენი ასაკით უფრო პატარები არიან და სკამზე ჯდომასაც არ ითაკილებენ რადგან რიბერი-რობენიც უნდა დარჩნენ გუნდში და მათ შორის საუკეთესო ფორმაში მყოფებმა ითამაშონ უნდა და დი მარია კი უკვე შემდგარი ფეხბურთელია და სკამზე ხშირად დაჯდომა თუ მოუწია რამდენად აიტანს?

14:30 | 29.05.2015
kacichamia (5093)

გრიზმანმა თითქმის ჩელსიშია

14:24 | 29.05.2015
მადრიდისტა (17021)

მიჩვეულია უკვე სკამს მთავარია იმდენი გადაუხადოთ რამდენსაც მანჩე უხდის

0.06339