ბელგიის იუპილერ ლიგის მე-16 ტურში გიორგი მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა. ქართველი შემტევის „სერანმა“ საკუთარ მოედანზე „სენტ ტრუიდენს“ 2:0 მოუგო და გიორგიმ მეტოქის კარი ერთხელ დალაშქრა.
57-ე წუთზე მიქაუტაძე კარგ პოზიციაში აღმოჩნდა და გატანა აღარ გასჭირვებია, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
21 წლის შემტევმა ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეათე მატჩში მეშვიდე გოლი გაიტანა. უნდა ვთქვათ, რომ ბელგიის თასზე ორ შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.
„სერანს“ 16 ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 დეკემბერს, „ბრიუგეს“ სტუმრად დაუპირისპირდება.