მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი „სევილიასთან“ ლა ლიგის მე-15 ტურში ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა.
„აზარმა დღეს ივარჯიშა, მაგრამ კუჭ-ნაწლავის პრობლემა აქვს და ამიტომ, „სევილიასთან“ ვერ ითამაშებს“, - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.
აღსანიშნავია, რომ ბელგიელ ვარსკვლავს ბოლო ორი თამაშიც გაუცდა და მოედანზე არ გასულა. აზარმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია და 1 საგოლე პასი მიითვალა. აქვე გეტყვით, რომ "რეალისა" და "სევილიას" შეხვედრა 28 ნოემბერს გაიმართება.