გერმანულ „ლაიფციგში“ კორონავირუსის პანდემია გავრცელდა. თავიდაპირველად გუნდში კოვიდინფექცია მთავარ მწვრთნელი ჯესი მარშს, მეკარე პეტერ გულაშს და სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთ წევრს დაუდასტურდა, რომლის ვინაობაც უცნობია.
თუმცა, ამჯერად, ინფიცირებულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ ფეხბურთელებსაც - ორბანს, ნობოას, პოულსენს, სიმაკანსა და მეკარეების მწვრთნელ გესლინგს. გუნდის ყველა წევრი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, „ლაიფციგმა“ ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრიუგესთან“ სტუმრად ითამაშა და მეტოქე 5:0 გაანადგურა.