"ბრაგას" მარცხენა გარემარბი გალენო გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად უეფას ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
"მიდტიულანდთან" წაგებულ (2:3) შეხვედრაში ბრაზილიელმა გარემარბმა ერთი გოლი გაიტანა. სულ კი მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა 20 შეხვედრაში თავი რვა გოლით და სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.