ფეხბურთი

18:20 | 26.11.2021 | ნანახია 1702 - ჯერ

ყურბან ბერდიევმა ქართველი მსაჯი გააკრიტიკა: "ახლა ქართულ მსაჯობაზე წარმოდგენა მაქვს"

კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში ალმატის „კაირატისა“ და შვეიცარიული „ბაზელის“ მატჩი ქართველებმა იმსაჯეს, მაგრამ მასპინძელთა მხრიდან კრიტიკა დაიმსახურეს.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, როცა ყაზახეთი 1:0-ს იგებდნენ, მთავარმა მსაჯმა გიორგი კიკაჩეიშვილმა სტუმართა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რომელიც „კაირატის“ მთავარი მწვრთნელის, გამოცდილი ყურბან ბერდიევის აზრით, დასანიშნი არ იყო. როგორც რუსმა სპეციალისტმა თქვა, ახლა უკვე იცის, როგორი დონეა საქართველოში მსაჯობასთან დაკავშირებით.

„ახლა წარმოდგენა მაქვს ქართულ მსაჯობაზე. სიტყვებს ვერ ვპოულობ, ასე არ შეიძლება. ჩვენს კარში პენალტი დანიშნა და იქ არაფერი იყო. შედეგს მსაჯობით არ ვამართლებ, უბრალოდ ეს ფაქტია“, - თქვა ბერდიევმა.

აქვე გეტყვით, რომ კიკაჩეიშვილის გარდა, ზემოხსენებულ მატჩზე, რომელიც „ბაზელმა“ 3:2 მოიგო, დავით გაბოსონიამ, გიორგი ელიკაშვილმა (გვერდითი მსაჯები) და ირაკლი კვირიკაშვილმა (მეოთხე მსაჯი) იმუშავეს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:45 | 27.11.2021
laciosErtguli (3640)

"პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, როცა ყაზახეთი 1:0-ს იგებდნენ" - ეს რაა?! პატივი გვეცით ფეხბურთის მოყვარულებს ვინც სპორტულ სიახლეებს ვკითხულობთ

22:46 | 26.11.2021
london (1032)

ქართული მსაჯობა რა შუაშია. ვინმემ შეცდომა თუ დაუშვა მთლიანად მსაჯობა რა პონტია? დდდდ

18:46 | 26.11.2021
mikamika (1780)

პახოლ ნაშუი-თქო, ვერ უთხრეს იქვე?

0.136885