ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კიდევ ერთხელ ისაუბრა მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, ეს ფეხბურთს უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობას მისცემს, ხალხს კი უბრალოდ ცვლილებების ეშინია.
„ხალხს ცვლილებების ეშინია. ეს ხდება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, როცა საქმე რეფორმებსა და ცვლილებებს ეხება. ხელისუფლებაში მყოფებს არაფრის შეცვლა არ სურთ, რადგან ადგილის დაკარგვის ეშინიათ. ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა მივცეთ მსოფლიო ფეხბურთს, რადგან ჩვენი მიზანია აფრიკული ფეხბურთის გლობალურ დონეზე გაბრწყინება. მსოფლიოს ჩემპიონატის უფრო ხშირად ჩატარება მეტ შესაძლებლობას მისცემს ქვეყნებს, რომლებიც ფეხბურთის ელიტის ნაწილი არ არიან“, - თქვა ინფანტინომ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატის ორი წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეა არსენ ვენგერს ეკუთვნის და ფიფა ამ საკითხზე კონსულტაციებს კონფედერაციებთან უკვე მართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამას შით აქვს და გარეთ ეძებს 2 წელიწადში ბევრია ყოველთვე ჩაატარეთ
ფეხბურთელები რობოტები არიან ბლინ? ამდენი გადატვირთული გრაფიკის გამოა რომ ვარსკვლავების უმრავლესობა მსოფლიო ჩემპიონატზე უღიმღამოდ რომ გამოიყურება. შეამცირეთ კალენდარი ეროვნული ჩემპიონაებიდან დაწყებული ევრო ასპარეზის ცათვლიტ და ბევრად უფრო სანახაობრივი იქნება მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატი იქნება. მესი, რონალდო, ლევანა წელიწადში 50-ზე მეტი ტამაში უწევთ ამიტომაა ბოლო წლებია მესი დადის მოედანზე რამე სერიოზუი თამაში თუ არააა.
სრული სისულელეა ეს იდეა.ევროპას როდის ჩაატარებენ?შესარჩევები გახდება დიდი პრობლემა.ამდენი შესარჩევის თამაშს ვერ მოასწრებენ თუ რადიკალურად არ შეამცირეს თამაშების რაოდენობა შესარჩევებზე