ფეხბურთი

21:12 | 25.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო სილვა "ჩელსისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ლონდონის „ჩელსის“ მცველი ტიაგო სილვა ინგლისურ კლუბში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, 37 წლის ფეხბურთელი სულ მალე კლუბთან განაახლებს.

წყაროს თანახმად, ტომას ტუხელი სრულიად კმაყოფილია ბრაზილიელი ფეხბურთელის თამაშით და მხარეებს შეთანხმების მიღწევა არ გაუჭირდებათ. კონტრაქტი, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, 2023 წლამდე გახანგრძლივდება.

მიმდინარე სეზონში ტიაგო სილვამ ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის „ჩელსის“ 2020 წელს „პარი სენ ჟერმენიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113055