კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველმა პედრიმ შესაძლოა 2022 წლამდე ვერ ითამაშობს. As-ის ინფორმაციით, კლუბი არ აპირებს რისკზე წასვლას და 19 წლის ფეხბურთელს სრულად გამოჯანმრთელებისთვის დრო მიეცემა.
პედრიმ ტრავმა ჯერ კიდევ სექტემბერში, ლისაბონის „ბენფიკასთან“ საგარეო მატჩში მიიღო. სარეაბილიტაციო პერიოდში მან ორჯერ რეციდივი განიცადა, ამის გამო ჩავიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რისკზე არ წავიდნენ.
მიმდინარე სეზონში პედრიმ „ბარსელონას“ ღირსება მხოლოდ ოთხ შეხვედრაში დაიცვა, ხოლო გასულ სეზონში მოედანზე 52-ე გავიდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.