„მანჩესტერ იუნაიტედმა“ გერმანელ სპეციალისტ რალფ რანგნიკთან შეთანხმებას მიაღწია და დიდი შანსია, რომ ოლე გუნარ სულშერი მან შეცვალოს. ამის შესახებ The Athletic-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, გერმანელი სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულებელი გახდება, რის შემდეგაც კლუბის სტრუქტურაში ორი წლით იმუშავებს. ახლა „მანჩესტერი“ მოსკოვის „ლოკომოტივის“ გადაწყვეტილებას ელოდება. საქმე ისაა, რომ რანგნიკი რუსული გუნდის სპორტისა და განვითარების ხელმძღვანელია და მოსკოველებმა მას წასვლის უფლება უნდა მისცენ.
რანგნიკი „ლოკომოტივში“ 2021 წლის ივლისიდან მუშაობს. მას მანამდე „ლაიფციგში“, „შალკესა“ და „ჰოფენჰაიმში“ უმუშავია.
შეგახსენებთ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ რამდენიმე დღის წინ ოლე გუნარ სულშერი დაითხოვა და ჯერჯერობით, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით მაიკლ კერიკი ასრულებს.