ფეხბურთი

18:20 | 25.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ხელმძღვანელებმა ზიდანთან შეხვედრა გამართეს

ზინედინ ზიდანმა შესაძლოა „პარი სენ ჟერმენი“ ჩაიბაროს. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულ კლუბს მაურისიო პოჩეტინო ხელმძღვანელობს, არაა გამორიცხული უახლოეს მომავალში ვითარება რადიკალურად შეიცვალოს.

Le Parisien-ის ინფორმაციით, დღეს დილით ზიდანი პსჟ-ს სპორტულ დირექტორ ლეონარდოს და გენერალურ დირექტორ ჟან-კლოდ ბლანს შეხვდა. წყაროს თანახმად, პარიზელთა მიზანია, ზიდანმა კლუბი მიმდინარე სეზონის შემდეგ ჩაიბაროს, მაგრამ არც მოვლენების სხვაგვარი განვითარებაა გამორიცხული.

„მანჩესტერ სიტისთან“ მარცხის შემდეგ შეიძლება პოჩეტინოს მომავალი შეიცვალოს. აღსანიშნავია, რომ არგენტინელს „მანჩესტერ იუნაიტედს“ აქტიურად უკავშირებენ და არ არის გამორიცხული პოსტი ვადაზე ადრე დატოვოს.

შეგახსენებთ, ზინედინ ზიდანს მადრიდის „რეალის“ გარდა, სხვა კლუბში არასდროს უმუშავია და ესპანური გრანდი გასული სეზონის შემდეგ დატოვა.

0.104411