ფეხბურთი

17:10 | 25.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ნიდერლანდელი ფეხბურთელი: "მესი მოედანზე დასეირნობს და მაინტერესებს თუ რცხვენია"

ნიდერლანდების ნაკრებისა და „აიაქსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა ლიონელ მესი გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, არგენტინელი ვარსკვლავი ხშირად მოედანზე დასეირნობს და არასწორად იქცევა.

„ნების ამბავია. ან გინდა თამაში, ან - არა. მესის მიმართ მოთხოვნა მაღალია, თუ გოლს არ გაიტანს ან საგოლე პასს არ გააკეთებს, მაშინ გამოდის, რომ ცუდი მატჩი ჰქონდა. მაგალითად კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც განსხვავებული ტიპის მოთამაშეა, იბრძვის, ყოველთვის უნდა თავისი გუნდი სხვა დონეზე აიყვანოს. მესი კი დროდადრო მოედანზე დასეირნობს და ვფიქრობ: „არ გრცხვენია?“

ეს სირცხვილია, რადგან ასეთი ფეხბურთელი აღარასდროს დაიბადება. მსგავსი მინდგომა კუმანის პერიოდიდან დაიწყო. ეს იყო ვარჯიშზე უარის თქმა, ეს არ არის სწორი ისეთი ფეხბურთელისთვის, როგორიც მესია“, - თქვა ვან დერ ვაარტმა.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის მიმდინარე სეზონში „პარი სენ ჟერმენის“ მაისურით 4 გოლი აქვს გატანილი - 3 ჩემპიონთა ლიგაზე და 1 ლიგა 1-ში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131043