ფეხბურთი

16:18 | 25.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"შერიფის" ფეხბურთელი "რეალთან" მატჩში ცუდად გახდა (+VIDEO)

ტირასპოლის „შერიფის“ თავდამსხმელი ადამა ტრაორე მადრიდის „რეალთან“ შეხვედრაში მოულოდნელად ცუდად გახდა და მოედანზე დაეცა, შემდეგ კი შეცვალეს.

79-ე წუთზე ტრაორე ნაჩოსთან ბურთისთვის იბრძოდა, მაგრამ მინდორზე დაეცა და ხელები მკერდზე შემოიხვია. მას გონება არ დაუკარგავს, თუმცა, სამედიცინო შტაბის საქმეში უმალვე ჩართვა აუცილებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ნაჩოსა და მას შორის ფიზიკური კონტაქტი ამ მომენტში არ ყოფილა.

სავარაუდოდ, ტრაორეს გულის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მოლდოვური გუნდი მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს.

შეგახსენებთ, „რეალმა“ „შერიფს“ 3:0 მოუგო და ჯგუფიდან გავიდა. ადამა ტრაორეს კი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით 6 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის ორი ჯგუფურ ეტაპზე („შახტართან“ და „ინტერთან“).

0.127992