ძიუდო

15:40 | 25.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

შავდათუაშვილი წლის ძიუდოისტის და სულამანიძე ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოსთვის იბრძვიან

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია 2021 წლის სეზონი შემაჯამებელ გამოკითხვას ატარებს. გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდებიან და ორში ქართველი ძიუდოისტები არიან წარდგენილნი.

ლაშა შავდათუაშვილი წლის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტულისთვის იბრძვის, ხოლო ილია სულამანიძე ამომავალი ვარსკვლავის ნომინაციაშია დასახელებული.

ხმის მიცემა 10 დეკემბრამდე გაგრძელდება და ხმის მიცემა 24 საათში ერთხელაა შესაძლებელი აღნიშნულ ბმულზე...

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონობა მოახერხა და ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. წარმატებული წელი ჰქონდა ილია სულამანიძესაც, რომელმაც დიდებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გარდა ამისა, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

აქვე გეტყვით, რომ ლაშა შავდათუაშვილი 27 ნოემბერს აბუ დაბის გრანდ სლემზე იასპარეზებს და წელს ამ შეჯიბრით დაასრულებს.

0.114906