სხვა

12:41 | 25.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა მეოთხე ბრძოლა დათმო, კიუშუ ბაშოზე ქართველ სუმოისტს ორი მოგება სჭირდება (+VIDEO)

კიუშუ ბაშოზე მე-4 მარცხი განიცადა ტოჩინოშინმა. ქართველი სუმოისტი მე-16 მაეგაშირა სიდანოუმს შეხვდა და ამიუჩის ილეთით წააგო.

ბრძოლის დაწყებისთანავე გორგაძემ მეტოქეს აგრესიულად შეუტია და მისი დოჰიოდან გადაგდება სცადა, თუმცა, 34 წლის იაპონელმა შეტევა მალევე მოიგერია და ტოჩის დამარცხება დაახლოებით 7 წამში შეძლო. ეს წყვილის მე-9 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც 5 ლევანის გამარჯვებით, 4 კი მარცხით დასრულდა.

ჩვენებურს შემოდგომის მეორე სუპერტურნირზე 4-4 მოგება წაგება დაუგროვდა და უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად, მინიმუმ 2 ბრძოლა უნდა მოიგოს. საერთო ჯამში კი უკვე 8 მარცხი აქვს, რადგან პირველი 4 ბრძოლა ტრავმის გამო გაუცდა და წაგებად ჩაეთვალა. რაც იმას ნიშნავს, რომ უარყოფით ბალანსზე გავიდა. ტურნირის მე-13 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ჩიიოტარიუ იქნება, რომელათანაც ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი 9:4-ზე აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115635