ფეხბურთი

0:56 | 25.11.2021 | ნანახია NaN - ჯერ

5 მატჩი და 9 გოლი - სებასტიან ალემ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა (+VIDEO)

ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელი სებასტიან ალე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. კოტ დივუარელმა მიმდინარე სეზონი წარმოუდგენლად დაიწყო და ხუთ ტურში 9 გოლი გაიტანა!

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მანამდე მას არასდროს ჰქონდა ნათამაშები და ტურნირის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, ვინც საწყის ხუთ შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. ალემ ერლინგ ჰოლანდის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც ორი წლის წინ საწყის ხუთ თამაშში მეტოქეთა კარი 8-ჯერ დალაშქრა.

გარდა ამისა, ალესანდრო დელ პიეროს (1995 წელი), დიეგო კოშტასა (2013) და ერლინგ ჰოლანდის (2019) შემდეგ ალე მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელია ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგის საწყის 5 მატჩში მოედანი უგოლოდ არ დატოვა.

„აიაქსის“ ფორვარდს მორიგი ბენეფისი სტამბოლში „ბეშიქთაშთან“ ჰქონდა და მისი გოლებით ამსტერდამელებმა 2:1 მოიგეს, რის შედეგადაც ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდეს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:10 | 26.11.2024
Ginóbili_20 (118)

ქორქიები, საკანდელიძეები, დერიუგინები მე არ მახსოვს მარა ვინც მახსოვს, დამოუკიდებელი საქართველოს საკალათბურთო ისტორიაში ალბათ საუკეთესო კალათბურთელია შეგვიძლია ვთქვათ. ზაზას, მანუს, ბუს და სხვების პატივისციმის მიუხედავად.

22:11 | 25.11.2024
Kobe Bean (21658)

კაცი მართლა საკუთარ ჯანმრთელობას რისკავს და მაინც თამაშობს ნაკრებში და მაინც მაქსიმუმს დებს პარკეტზე.ბრავო თოკო,აი ეგაა პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული.დიდი პატივისცემა ამ კაცს ჩემგან

22:10 | 25.11.2024
Kobe Bean (21658)

თორნიკე შენგელია არის ყველაზე დასაფასებელი ქართველი კალათბურთელი,როგორც კლასის ასევე მონდომების გამო

0.068748