ფეხბურთი

0:02 | 25.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების და "პალერმოს" ყოფილი ფეხბურთელი 3.5 წლით დააპატიმრეს

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ფაბრიციო მიკოლი ციხეში 3.5 წელს გაატარებს. რომის სასამართლომ იტალიის ნაკრების და „პალერმოს“ ყოფილ თავდამსხმელმს ბრალი დაუმტკიცა და მას სასჯელის მოხდა როვიგოს ციხეში მოუწევს.

სასამართლომ მიკოლის ათზე მეტი წლის წინ ჩადენილი დანაშაულის გამო მიუსაჯა ზემოაღნიშნული სასჯელი. იტალიელი ღამის კლუბ „პაპარაცის“ მფლობელისგან 12 ათასი ევროს ძალადობრივი გზით მიღებას ცდილობდა და მაფიის მეთოდებს იყენებდა. მიკოლიმ საქმეში მაურო ლაურიჩელა ჩართო, მაფიის ბოსის შვილი, რომელსაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მანამდე მიესაჯა.

აღსანიშნავია, რომ მიკოლიმ მომხდარის შესახებ ბოდიში ჯერ კიდევ 10 წლის წინ მოიხადა, როცა ჯერ კიდევ „პალერმოს“ კაპიტანი იყო. თუმცა, სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა და როგროც აღვნიშნეთ, როვიგოს ციხეში 3.5 წლის გატარება მოუწევს.

ფაბრიციო მიკოლის იტალიის ნაკრებში 10-ჯერ უთამაშია და 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო საკლუბო კარიერაში „პერუჯას“, „იუვენტუსის“, „ფიორენტინას“, „ბენფიკას“, „პალერმოსა“ და „ლეჩეს“ ღირსებას იცავდა. კარიერის საუკეთესო წლები მან სიცილიური „პალერმოს“ რიგებში გაატარა.

0.12891