ფეხბურთი

23:22 | 24.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიმიხს კორონავირუსი დაუდასტურდა და გერმანელი ფეხბურთელი აუცრელია

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელებს, იუზუა კიმიხსა და ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ორივე ფეხბურთელი იზოლაციაში გადავიდა და გამოჯანმრთელებამდე გუნდს გამოაკლდნენ. აღსანიშნავია, რომ არც გერმანელი ნახევარმცველი და არც კამერუნელი თავდამსხმელი კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილები არ არიან.

გარდა ამისა, კორონავისურით ინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდნენ სერჟ გნაბრი და ჯამალ მუსიალა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნში“ მიიღეს გადაწყვეტილება, ფეხბურთელებს, რომლებიც აცრილები არ არიან, იზოლაციაში გატარებული პერიოდის განმავლობაში ხელფასი არ გადაუხადონ.

0.124243