ფეხბურთი

22:05 | 24.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი "ლივერპულის" ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების შემტევი მოჰამედ სალაჰი გულშემატკივრებმა "ლივერპულის" ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია "მერსისაიდელების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გასულ თვეში სალაჰმა ხუთი მატჩი ჩაატარა, გატანა შვიდი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში მოჰამედი ზედიზედ სამჯერ დაასახელეს კლუბის თვის საუკეთესო მოთამაშედ, ხოლო გასულ თვეში პრემიერლიგამაც გამოარჩია აფრიკელი.

მიმდინარე სათამაშო წელს სალაჰმა ყველა ტურნირზე 16 შეხვედრა გამართა, გაიტანა 16 გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110926