ქართველმა მორაგბემ გიორგი კვესელაძემ „გლოსტერთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ახალი ხელშეკრულება მრავალწლიანია, მაგრამ ზუსტი თარიღი მითითებული არ არის.
„ქართველმა ცენტრმა გიორგი კვესელაძემ შთაბეჭდილება მაშინვე მოახდინა, როცა თეთრ-წითელი მაისური ჩაიცვა. დიდი საერთაშორისო გამოცდილების გუნდმა კლუბს ვარსკვლავური ხიბლი შესძინა. ფიზიკურად ძლიერ მორაგბეს ბურთის ტარების და დაცვის გარღვევის უნარი აქვს. ის იქნება „გლოსტერის“ წინსვლისთვის მნიშვნელოვანი გასაღები“, - წერს ინგლისური გუნდის ვებგვერდი.
შეგახსენებთ, გიორგი კვესელაძე „გლოსტერის“ ღირსებას გასული წლის დეკემბრიდან იცავს, როდესაც შემოდგომის ერთა თასზე კარგი თამაშით თავი გამოიჩინა და ინგლისურმა გუნდმა გადაიბირა.