NBA-ს განვითარების ლიგაში საოცარი შეხვედრა ჩაატარა გიორგი ბეჯანიშვილმა. ქართველ მძიმე ფორვარდს ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა. 23 წლის კალათბურთელის „გრანდ რაპიდ გოლდი“ „მოტორ სითი კრუიზს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 2-ქულიანი სხვაობით, 96:94 დაამარცხა.
გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 33 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მან 15-დან 10 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო. 1 სამქულიანი ისროლა, მაგრამ არაზუსტად. მისი +- მაჩვენებელი კი 9-ს გაუტოლდა და თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ლენს სტივენსონს ჩამორჩა. ქულების მხრივ კი მხოლოდ თანაგუნდელმა დეივონ რიდმა აჯობა, რომელსაც 23 ქულა ჩააგდო.
უშუალოდ შეხვედრა ქართველის გუნდის უპირატესობით დაიწყო და პირველ პერიოდში 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, მეორე მეოთხედში კი მეტოქემ 5-ქულა გაქვითა და გუნდები შესვენებაზე 49:38 ანგარიშით გავიდნენ. მეორე ნახევარში კი გუნდებმა ჯერ 21:21 ითამაშს, ხოლო ბოლო პერიოდში გიორგის გუნდმა შედეგი 1 ქულით გააუმჯობესა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„გრანდ რაპიდ გოლდს“ 4 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი აქვს და მე-3 პოზიციაზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი შემდეგ შეხვედრას დღეს, კვლავ „მოტორ სიტი კრუიზის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.