კიუშუ ბაშოზე ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი მე-7 მაეგაშირა ჩიიოშომას შეხვდა და იორიკირის ილეთით სძლია.
ტოჩინოშინმა თავდაპირველად მაცდური ილეთის გაკეთება სცადა, რომელსაც მეტოქე არ წამოეგო თუმცა, ჩვენებურმა გამარჯვების მპოვება მაინც მოახერხა. მან 30 წლის მონღოლს მავაშში ხელი ჩაავლო და დოჰიოდან გადაიყვა. ეს წყვილის მე-5 დაპირისპირება იყო და ლევანმა მოგება-წაგების ბალანსი 2:3-ზე დაიყვანა.
ამრიგად, ქართველ გოლიათს 4 მოგების საპირისპიროდ 3 მარცხი აქვს და იმისათვის რომ უმაღლეს დივვიზოონში ადგილი შეინარჩუნოს, კიდევ 2 მოგება მართებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მას დადებითი ბალანსის შანსიც აქვს, ამისთვის კი ყველა ბრძოლა უნდა მოიგოს.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-16 მაეგაშირა სადანოუმი იქნება, რომელსაც დადებით ბალანსამდე ერთადერთი მოგება აშორებს. აქამდე ჩატარებული 8 ბრძოლიდან კი 5 გორგაძის, ხოლო 3 მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.