სხვა

4:53 | 24.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კავენდიში სატრეკო რბოლისას მძიმედ დაშავდა

ბრიტანელი ველომრბოლი მარკ კავენდიში, ბელგიაში გამართულ სატრეკო რბოლაში მონაწილეობისას დაეცა და მძიმედ დაშავდა. ის მედისონის რბოლაში მონაწილეობდა, როდესაც დიდი შეჯახება მოხდა. კავენდიშის გარდა, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, დანიელი ლასე ნორმან ჰანსენიც დაეცა. კავენდიშს ნეკნების მოტეხილობა და ფილტვის კოლაპსი დაუდგინდა.

„გასინჯვამ აჩვენა, რომ მარკს მარცხნივ ორი ნეკნი აქვს გატეხილი და პნევმოთორაქსიც (ფილტვის კოლაპსი) დაუდგინდა. ის გამოკვლევისთვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას აღდგენისთვის გარკვეული დრო დასჭირდება“, - ნათქვამია კავენდიშის გუნდ „დესონინკ ქვიკ-სტეპის“ განცხადებაში.

„მოკლედ, გენტში რბოლა ისე არ დასრულდა, როგორც ველოდით. ტრეკზე წყალი იყო და დიდი სიჩქარით შევეჯახეთ. ნეკნები მაქვს მოტეხილი და ფილტვი დამიზიანდა. ტკივილები მაქვს, მაგრამ გენტის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში ფეხზე დამაყენებენ“, - ტვიტერზე დაწერა ველომრბოლმა.

36 წლის კავენდიშმა გასული სეზონი საგზაო რბოლებში შესანიშნავად ჩაატარა. მან ტურ დე ფრანსზე ოთხი ეტაპი მოიგო და ამ რბოლაში მოგებული 34 ეტაპით, ლეგენდარულ ბელგიელ ედი მერქსს გაუტოლდა.

0.134669