ავტოსპორტი

1:23 | 24.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა იცოდა, რომ ყატარის კვალიფიკაციის შემდეგ დააჯარიმებდნენ

მაქს ფერსტაპენს არ გაჰკვირვებია, როდესაც ყატარის დიდი პრიზის კვალიფიკაციიდან მეორე დღეს, ის სტარტზე ხუთი ადგილით დააჯარიმეს. ის ამბობს, რომ ამას შაბათსვე, საღამოს ელოდა.

ფერსტაპენმა ლოსაილის ტრეკზე მეორე დრო დააფიქსირა და რბოლა პირველი რიგიდან უნდა დაეწყო. მაგრამ სტიუარდებმა დააფიქსირეს, რომ კვალიფიკაციის მიწურულს, ჰოლანდიელმა გასწრება მაშინ შეასრულა, როცა ტრასაზე ორმაგი ყვითელი დროშების რეჟიმი მოქმედებდა. და თავისი სწრაფი დრო სწორედ ბოლო ცდაზე დააფიქსირა.

ჰოლანდიელმა სტარტი მეშვიდე პოზიციიდან აიღო და მალე მეორეზე გადაინაცვლა. თუმცა ლუის ჰამილტონის დაწევა ვერ მოახერხა. რბოლის შემდგომ პრეს კონფერენციაზე, ფერსტაპენს ამ ჯარიმის შესახებ ჰკითხეს, რაზეც უპასუხა, რომ ამას იმავე საღამოს ელოდა.

„მე გუშინ საღამოსვე ვიცოდი, რომ დამაჯარიმებდნენ. ამიტომ მზად ვიყავი. ამიტომ, როცა შედეგი დავინახე, არ გამკვირვებია. ჩვეულებრივზე მეტი მანქანის გასწრება დამჭირდა. ბედად, ყველაფერი პირველივე წრეზე კარგად გამომივიდა და მალე ისევ მეორე ვიყავი“, - ამბობს ფერსტაპენი.

მან ვალტერი ბოტასს, კარლოს საინსს და ლანდო ნორისს პირველ წრეზევე გაასწრო და ფერნანდო ალონსოსაც შეუტია, მაგრამ ბოლო მომენტში თავი შეიკავა. მეხუთე წრემდე მან მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა და ჰამილტონს ოთხი წამით ჩამორჩებოდა. მაგრამ მისი დაწევა აღარ გამოუვიდა. საბოლოოდ, მას ფინიშთან 25 წამით ჩამორჩა, თუმცა ამხელა სხვაობა იმის შედეგი, რომ რბოლის მიწურულს, ახალი საბურავებისთვის ბოქსში შევიდა. ამ საბურავებით კი, ბოლო წრეზე უსწრაფესი წრე დააფიქსირა და ამისთვის ბონუსად ერთი ქულა დაიმსახურა.

0.117117