ფეხბურთი

22:30 | 23.11.2021 | ნანახია NaN - ჯერ

ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელი და ბიზნესმენი ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ტელეკომპანია „მთავარი“ იტყობინება, უბედური შემთხვევა დედაენის მწვერვალზე მოხდა.

წყაროს თანახმად, კოკაია მწვერვალ დედაენზე დასალაშქრად მეგობარ ლევან მუშკუდიანთან ერთად იმყოფებოდა. „ზესტაფონის“ მფლობელი მისი დალაშქვრის დროს დაცურდა და თავი დაარტყა, რის შედეგადაც მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის 65 წლის იყო...

ილია კოკაიამ საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ 2004 წელს დააარსა და კლუბს წარმატებაც მოუტანა. იმერული გუნდი 2011 და 2012 წლებში ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ერთხელ საქართველოს თასი მოიგო 2008 წელს, ხოლო 2011 და 2012 წლებში საქართველოს სუპერთასსაც დაეუფლა. გარდა ამისა, სისტემატურად ევროთასებზე ასპარეზობდა, მეტ-ნაკლები წარმატებით და სტაბილურად.

ბოლო წლებში „ზესტაფონი“ ქვედა ლიგებში თამაშობდა, ხოლო ბოლოს ეროვნულ ლიგა 4-ში იყო და რამდენიმე დღის წინ ლიგა 3-ში თამაშის უფლებაც ოფიციალურად მოიპოვა.

„მსოფლიო სპორტის“ რედაქცია უსამძიმრებს ილია კოკაიას ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონსა“ და ქართულ საფეხბურთო საზოგადოებას.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:08 | 14.02.2020
qomagi (1575)

წარმატებები ზესტაფონს!!! ძალიან სიმპათიური და კარგი გუნდი იყო და რა უქნეს, ძალიან მინდა რომ მალე დაუბრუნდეს უმაღლეს ლიგას ძველებურად კონკურენტუნარიანი და მებრძოლი. ეს ძალიან წაადგება ქართულ ფეხბურთს.

11:11 | 14.02.2020
feroo (2)

2024-დან ლიგა 1-ში ვიქნებით ისევ, თუ იქამდე სახელი არ შეუცვალეს

00:36 | 14.02.2020
ozurgeteli_celqobs (54)

midit zestafonelo dzmebo, ozurgetlebi gbaleshikobt

19:48 | 13.02.2020
lagashi (6738)

ეჰ ზესტა...

19:37 | 13.02.2020
zesta.gulshematkivari (159)

სულმალე ისევ დაბრუნებოდეს ძველი დიდება ჩემს ზესტაფონს. ამას ველი დიდიხანია

0.074947