ფეხბურთი

20:18 | 23.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერს" პოჩეტინოს სანაცვლოდ 12 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა მოუწევს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ახალი მწვრთნელის ძიებაშია და ბოლო დროს აქტიურად უკავშირებენ მაურისიო პოჩეტინოს, რომელიც „პარი სენ ჟერმენის“ თავკაცია და კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს. ამიტომაც, ინგლისელებს კომპენსაციის გადახდა მოუწევთ.

Manchester Evening News-ის ცნობით, „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას პოჩეტინოს სანაცვლოდ 11.9 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი სპეციალისტი პარიზში ბედნიერი არაა, რადგან გუნდის სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან კონფლიქტი აქვს და გარდა ამისა, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლებაც შეზღუდული აქვს.

პოჩეტინოს გარდა, „მანჩესტერს“ ხულენ ლოპეტეგი, ბრენდან როჯერსი, ზინედინ ზიდანი და ლორან ბლანიც დაუკავშირეს. ხსენებული მწვრთნელებიდან ამ დროისთვის თავისუფალი მხოლოდ ზიდანია.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერიდან“ ოლე გუნარ სულშერი დაითხოვეს და გუნდს დროებით მაიკლ კერიკი ხელმძღვანელობს.

0.1186