კიუშუ ბაშოს მე-10 საშჯიბრო დღეს გამარჯვება მოიპოვა ტოჩინოშინმა. ქართველი სუმოისტი მე-17 მაეგაშირა კაისეის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით სძლია.
ლევანს იაპონელ მეტოქესთან 15 ორთაბრძოლიდან 14 გამარჯვების საპირისპიროდ 11 მარცხი აქვს, უშუალოდ მიმდინარე ბაშოზე კი კაისეის 4:6-ზე ბალანსი დაუგროვდა.
ტოჩის შემოდგომის მეორე სუპერტურნირზე 3-3 მოგება წაგება აქვს და იმისათვის, რომ ჯურიო დივიზიონში არ დაქვეითდეს, დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან მინიმუმ სამში უნდა გაიმარჯვოს.
34 წლის სუმოისტის მომდევნო მეტოქე მე-7 მაეგაშირა ჩიიოშომა იქნება, რომელსაც აქამდე 4-ჯერ შეხვედრია და მხოლოდ ერთხელ მოიგო, 3-ჯერ კი დამარცხდა.