ფეხბურთი

12:50 | 23.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბაჰჩეს ქომაგი "გალათასარაისთან" ბოლო წუთზე გატანილი გოლის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა

თურქეთის სუპერლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ფენერბაჰჩემ“ სტუმრად „გალათასარაი“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა, რამაც „ფენერის“ გულშემატკივრის სიკვდილი გამოიწვია.

თურქული მედიის ცნობით, „ფენერბაჰჩეს“ ქომაგი, 60 წლის აჰმედ უისალი გულის შეტევით გარდაიცვალა. ვიტორ პერეირას გუნდს 3 ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული (1 ფრე, 3 წაგება) და დაუძინებელ მტერს ცუდ ფორმაში ესტუმრა. „ფენერისთვის“ ეს მატჩიც ცუდად დაიწყო და მე-16 წუთიდან აგებდა, მაგრამ 31-ე წუთზე მესუთ იოზილმა გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე მიგელ კრესპომ გამარჯვების გოლი გაიტანა და სტუმრებმა მოიგეს - 1:2.

სწორედ კრესპოს გოლის შემდეგ „ფენერის“ გულშემატკივარ უისალს ძალიან ძლიერი ემოციის გამო ინფარქტი მოუვიდა და გარდაიცვალა: „როდესაც „ფენერბაჰჩემ“, რომელიც მას ძალიან უყვარდა, გოლი ბოლო წუთზე გაიტანა, ბიძაჩემი ძირს დავარდა. მან დიდ ემოციას ვერ გაუძლო“, - უთხრა თურქულ მედიას გარდაცვლილის ძმისშვილმა, რომელიც მატჩს ბიძასთან ერთად უყურებდა.

"ფენერბაჰჩე" თურქეთის სუპერლიგაში 13 ტურის შემდეგ 23 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

0.125315